среда, 14 декабря 2016 г.

პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია



წესრიგში მოვიყვანეთ პორტფოლიოს სხვადასხვა დოკუმენტები, მოვემზადეთ და დასრულებული პორტფოლიო ავტვირთეთ გუგლის დისკზე. შემდეგ კი გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვფიქრობ ტრენინგი ნაყოფიერი იყო და გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა.

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია



დღეს დავასრულე სასწავლო პროცედურები. გამოვიყენე სწავლებისა და შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები. განვსაზღვრე თუ როგირ გავუკეთო ფასილიტაცია მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობის დროს.  ასევე ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე. მივდივართ ტრენინგის დასასრულისაკენ...

ტრენინგის მეშვიდე დღე



ვიმუშავე  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ანუ მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. სლაიდშოუ საინტერესო გამოვიდა , პრეზენტაციაში პასუხი გავეცი მიმართულემის მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. პრეზენტაცია გავამდიდრე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებით.

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.

понедельник, 5 декабря 2016 г.

მეექვსე ტრენინგ-დღის რეფლექსია

დავიწყე ინტერნეტიდან მასალის გადმოწერა. გადმოვწერე სურათები და ტექსტური ინფორმაცია. შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი და მოვემზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისათვის.

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა,  ჩვენი საპროექტო თემისათვის  შევარჩიეთ  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ. გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

   დავიწყეთ  შეფასების ინსტრუმენტებზე  მუსაობა. განვსაზღვრეთ და  ჩვენს პროექტს შევურჩიეთ მოსწავლეთა წინარე  ცოდნის განმსაზღვრელი შეფასების მეთოდები და  ინსტრუმენტები.ეს ტრენინგიც საინტერესო დამნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

понедельник, 28 ноября 2016 г.

მესამე ტრენინგ - დღის რეფლექსია

        საბოლოოდ  ჩამოვყალიბდი  საპროექტო  თემაზე  შევურჩიე  სტანდარტები, დავწერე
      მიზნები დამიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები.

პირველი მოდულის რეფლექსია

        გავეცანი  პროექტებით  სწავლების  თავისებურებებს .გავეცანი პროექტის  გეგმის
   ნიმუშს.შევქმენი პორტფოლიო, ელექტრონული გვერდი. ეს  ჩემთვის  საინტერესო და
   გამოსადეგი  თემაა და ვფიქრობ  რომ დახმარებას  გამიწევს  სასწავლო  პროექტების
   დაგეგმვასა და  განხორციელებაში.